Loading...
Home / AROUND THE WORLD / Imperial ambitions or the consequences of rash decisions

Imperial ambitions or the consequences of rash decisions 0

Pavel Tsibko

The death of Russian General Valery Asapov caused a wide response in the media. But, supporting dithyrambs and longing for the prematurely obeyed officer, one should not forget the reason for his death.

Russia’s participation in the military operation in Syria is the realization of the many-year-old idea-fix of the Russian Empire, namely, access to the eastern Mediterranean. This is an attempt to restore the status of a great world power. But it failed, like all the plans for rapid victorious wars unleashed by the Kremlin. How the operation “Novorossiya” failed, but the ORDLO trap turned out, so now there is an operation in Syria.

For three years now, Russia’s military intervention in Syria has been going on, and we need to find out what goals the military and political leadership of the Russian Federation pursues.

The presence of the Russian army in the Middle East, shows the whole world that Russia is a country with which to reckon. That is, it is a very accurately calculated political step taken to “raise” its weight in international organizations. The only statement from the Russian side to the UN, that they are fighting with IGIL, as with the opposition, which wants to overthrow Assad, further thickens the paint and adds question marks.

But the Russians even imagine what is IGIL? Do they represent how close to their borders? Do they represent, in general, where is Central Asia located? Do they represent how many Muslims are there in the country?

Everyone agrees that IGIL must be killed. It is not simple. This is not a country. This can not be occupied. This movement. And this movement is religious. So, with a very strong ideology. And Putin says we’ll send troops there and settle everything. Many Russians do not agree to die in Syria, in order to prove to Igilov that God is not necessarily with them. But, if you do not agree with the ideology of the Kremlin, then you are an oppositionist, which means that you can belong to IGIL (if you believe the speeches of the Russian Federation at the UN meeting).

And it turns out that if you are a Russian military, you either go to Syria to kill Igilov (and, in addition, the civilian population of the country), or you will be declared an enemy of the country and, perhaps, you will be convicted of supporting terrorism.

The fear of the Russian fighters in front of the country’s leadership is so great that everyone, regardless of whether you are a soldier or a general, wants to take part in the hostilities. And I hope that I will be lucky to return home, and, in addition, show my commitment to the chosen political course of the country.

This “event” is a joy only for the Ministry of Defense of the Russian Federation, which in combat conditions can “shoot” young people. But at what cost? How to explain to mothers that their sons were killed fighting with what there Igil?

It is doubtful that there is any deliberate strategy for the Russian leadership. Everything changes in fact: decisions are made, and then they think what this decision is for. Time will pass, the power may change or not change, but in any case, as always happened in Russia, they will think: “Why should we do this?”.

In the second half of May, speaking at the Federation Council, Sergei Shoigu said: “We built a powerful grouping on the southern flank of NATO.” That is, in Syria. This part of Syria is part of a global confrontation with America, just like Ukraine. There is a “zero-sum game”, that is, what’s bad for America is good for Russia, and vice versa. This is part of the global confrontation that is taking place in Syria and Ukraine.

This is an unpopular war, and it is unpopular, by the way, among a significant part of the Russian elite. Discontent and frustration with the actions of the Kremlin are growing.

The unleashing of local military conflicts in Syria and Ukraine is a matter for the military, with the military with the name, rank and surname, which are now commanded by the Russian military department. Many there have made a career, they received orders, like the late Asapov.

How many more people will be put in favor of the ambitions of the Kremlin? How many more people will die from all sides, while Putin revels in power and realizes its imperial ideas?

 

იმპერიული ამბიციები და გაუაზრებელი ქმედებების შედეგები

პაველ ციბკო

რუსეთის გენერალ ვალერი ასაპოვის დაღუპვას, რასაკვირველია, გამოეხმაურა მედიაც. თუმცა, მედიაში მას მხოლოდ აქებენ და ნაკლებად ახსენდებათ მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი.

ვთქვათ ასე – რუსეთის მონაწილეობა სირიის სამხედრო ოპერაციაში არის რუსეთის იმპერიის იმ მრავალწლიანი იდეაფიქსის რეალიზაცია, რომლის თანახმადაც, იმპერიას სურს, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით საკუთარი პოზიციების გამაგრება. ეს არის მცდელობა, მოსკოვმა დაიბრუნოს მსოფლიო იმპერიის სტატუსი. ამავე დროს, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს გეგმა, რუსეთს, რეალურად ისევე ეფუშება, როგორც ყველგან შაეფუშა  ყველა სწრაფი  სამხედრო ოპერაცია. მაგალითად, რუსეთს ჩაეფუშა „ნოვოროსიის“ შექმნის პროექტი და, სავარაუდოდ, ჩაეფუშება საკუთარი გეგმები სირიაშიც.

უკვე მესამე წელია, სირიაში მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია, თუმცა, კითხვა – რეალურად რისი მიღწევა სურს რუსეთს რეგიონში, კვლავაც პასუხგაუცემელია.

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მონაწილეობით, რუსეთი მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ არის ქვეყანა, რომელსაც ანგარიში რეალურად უნდა გაუწიო, ანუ, ამ ვერსიას თუ მივყვებით, ეს არის კარგად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი, რომლის მიზანიც საერთაშორისო ავტორიტეტის თუ რეპუტაციის ამაღლებაა. ამავე დროს, რუსეთი გაეროში აცხადებს, რომ იბრძვის “ახალი ისლამური სახელმწიფოს” და იმ ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც, თავის მხრივ, უპირისპირდება ასადის რეჟიმს და ამგვარი განაცხადი კი გაცილებით მეტ კითხვის ნიშანს ბადებს სწორედ მისი – რუსეთის მისამართით.

იცის რიგითმა რუსმა რა არის ახალი ისლამური სახელმწიფო? აქვთ თუ არა მათ წარმოდგენა, რამდენად ახლოა სირია ან მთლიანად ახლო აღმოსავლეთი მათ ქვეყანასთან? აქვთ ცნობები იმის თაობაზე, რამდენი მუსლიმია მათ სახელმწიფოში?

დღეს მსოფლიოში თანხმდებიან, რომ “ახალი ისლამური სახელმწიფოს” განადგურება აუცილებელია. მართლაც, “ახალი ისლამური სახელმწიფო” , რეალურად, სახელმწიფო კი არა, ტერორისტთა დაჯგუფებაა, რომლის ოკუპირება, დაპყრობა წარმოუდგენელია. ეს არის მოძრაობა, ამასთან, რელიგიური და დამატებით იდეოლოგიზირებული, რომლის ქმედებებიც საფრთხეს უქმნის სამყაროს. პუტინი ამბობს – ჩვენ გავაგზავნით ჩვენს არმიას სირიაში და ყველაფერს მოვაგვარებთ, მაგრამ, თანახმაა კი რუსი ხალხი, გააგზავნოს საკუთარი ჯარისკაცები სირიაში მხოლოდ იმისათვის, რომ “ახალი ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს უმტკიცოს შემდეგი – ღმერთი არაა მხოლოდ მათი – ტერორისტების აღიარებული ღმერთი და ყველას აქვს რელიგიის არჩევის უფლება და თავისუფლება. ამავე დროს, რუსეთი საკუთარ მოქალაქეებსაც კი ამუნათებს და ეუბნება დაახლოებით შემდეგს: თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩემს პოლიტიკას, მაშინ თქვენ თავად ხართ ტერორისტები ან მათი მომხრე ოპოზიციონერები და მე თქვენც გებრძვით.

… და რა გამოდის? თუ ხარ რუსეთის სამხედრო მოსამსახურე, ან  სირიაში უნდა იბრძოლო ტერორისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ან კრემლი სამშობლოს მოღალატედ გამოგაცხადებს და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაგადანაშაულებს.

იმდენად დიდია რუსი სამხედროების შიში მათი ქვეყნის ხელმძღვანელების მიმართ, რომ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე თანახმაა ყველა, რიგითი ჯარისკაციც და გენერალიც და ამაოა მათი ოცნება თემაზე, რომ გაუმართლებთ და შინ ცოცხალი დაბრუნდებიან იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან განსხვავებული პოზიცია ექნებათ მათი ქვეყნის როლსა და მისიაზე.

ამგვარი პოლიტიკა დაამკვიდრა რუსეთის სამხედრო ელიტამ და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრომ და მას ნაკლებად აღელვებს ის ფაქტი, რომ რუსი ჯარისკაცების დედები დიდად მოხარულებიც არ არიან, გააგზავნონ საკუთარი შვილები „რაღაც“ “ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ” ბრძოლაში, ანუ, სასაკლაოზე.

საეჭვოა, რომ რუსეთს აქვს განსაზღვრული და წინასწარმოფიქრებული სტრატეგიაც, რეალურად, ყველაფერი იცვლება და ყალიბდება ადგილზე. იღებენ გადაწყვეტილებებს და მერე ფიქრობენ, რა საჭირო იყო ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა. გავა დრო და, რუსეთშიც კი შეიცვლება ხელისუფლება, მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ასე არ მოხდა, კითხვა – რა საჭირო იყო ამ ყველაფერის გაკეთება?  – უთუოდ დადგება დღის წესრიგში.

მიმდინარე წლის მაისში, რუსეთის ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა: „ნატოს სამხრეთის ფლანგზე ჩვენ შევქმენით უმძლავრესი დანაყოფი“შოიგუმ, რა თქმა უნდა, იგულისხმა სირია, აშშ-სთან გლობალური შეპირისპირების ისეთივე არეალი, როგორიც არის უკრაინა.

თუმცა, უნდა ვტქვათ ისიც, რომ ეს ომი არ არის პოპულარული უშუალოდ რუსეთის ელიტის დიდი ნაწილისთვისაც კი –  რუსეთის პოლიტ.ელიტაში იზრდება გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ პროტესტის გრძნობა.

უკრაინასა და სირიაში ომის გაჩაღება არის კონკრეტული სამხედროების პასუხისმგებლობა, იმ სამხედროებისა, ვინც დღეს ხელმძღვანელობს ამ ქვეყნის თავდაცვის უწყებას. სხვათა შორის,  ბევრმა მათგანმა აიწყო მომავალი და ბევრს აქვს კარიერული წინსვლაც კი, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაღუპულ ასაპოვსაც ჰქონდა წარმატებები.

ამიტომაც – კითხვა – რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს კიდევ სირიასა და უკრაინაში? რამდენი უნდა შეეწიროს პუტინის ამბიციებს და იმპერიულ ზრახვებს?.. სულ უფრო აქტუალურია.

 

 

Recent comments