Loading...
Home / AROUND THE WORLD / «Kremlin is ridding of awkward witnesses

«Kremlin is ridding of awkward witnesses 0

Pavel Tsibko

The recent death of Russian general who was one of the key figures in Ukrainian campaign makes us wonder about future fortune of other key people who are involved in the conflict. As we know, a chief of Russian military advisory group Valeriy Asapov died last Sunday in Syria. For some reasons he was in zone of mortar fire in Deirez-Zor Syria where died with two other colonels under strange circumstances. According to a source in Syria the fire was conducted on an accurate aiming so the bomb landed directly into the command post with the general. Another interesting thing is that only command staff of Russian military forces in Syria knew the location of Asapov, and this fact gives us a serious reason to think about real circumstances of his death.

According to his biography, it is known that for a long period of time he was a commander of so called “DPR” 1-st army corps. In July 2015, he was sent on the official journey to Rostov on Don and, using cover name Primakov, was a commander of Russian military forces and separatists at the East of Ukraine. In 2016, he got the rank of lieutenant general. During this period of time his name often occurred in most cases of internecine separatists disassembles, he was in charge of the most smuggling operations and spheres of business influence redistribution in Donetsk and the region. Moreover, he was in charge of a variety of military operations where Russian personnel died and it caused some problems for Russian government. According to the information of colleagues «he was over-aware and became one of the key personalities in the Ukrainian issue», that why «it was decided to send him to the theater of war in Syria». However, while being in Syria, he continued to supervise «working schemes» on Donbass through trustees in so-called “DPR”. This situation was frustrating for Moscow, so they resolved the problem forever, demonstrating the whole world and people involved in the Ukrainian issue, that Kremlin is a key player in this region. The general was not the first well known victim of Russia’s campaign in Ukraine, and, taking in mind last tendency on Donbass, not the last one. The best way to get rid of unwanted people, especially who was a part of military campaign in Ukraine, is a «heroic death» of Russian personnel in Syria. To be continued…

კრემლი თავიდან იცილებს უხერხულ მოწმეებს

პაველ ციბკო

უკრაინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მონაწილე პირების მოულოდნელი და უეცარი გარდაცვალება-გაუჩინარებები გვავალდებულებს, დავფიქრდეთ თემაზე – რა ბედი ელით სხვებს – პირებს, რომლებიც  იბრძოდნენ და იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ.

გასულ კვირას სირიაში დაიღუპა რუსეთის სამხედრო მრჩეველთა უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი.აღსანიშნავია, რომ გენერალი გარკვეულწილად უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა – ქალაქ დეირ ეზ-ზორის მახლობლად ის აღმოჩნდა ზუსტად იმ ადგილზე, რომელიც იბომბებოდა ტყვიამფრქვევებით. ასაპოვთან ერთად დაიღუპა შეიარაღებული ძალების ორი პოლკოვნიკი.

უმნიშვნელო როდია ის, რომ ტერიტორიის ტყვიამფრქვევებით დაბომბვა მიმდინარეობდა დამიზნებით და ერთ-ერთი დასაბომბი ობიექტი იყო სწორედ ის სამეთაურო პუნქტი, რომელშიც იმყოფებოდა ასაპოვი.

აღსანიშნავია, რომ ცნობები გენერლის ამ სამეთაურო შტაბში ყოფნის შესახებ შეიძლებოდა სცოდნოდა მხოლოდ სირიაში არსებულ რუსეთის სამეთაურო შტაბს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ასაპოვის „მოცილება“  წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული აქტი იყო.

გენერლის ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 1-ელ საარმიო კორპუსს. 2015 წელს ის ჯერ როსტოვში გადაიყვანეს, ხოლო ერთი თვის თავზე მას შეუცვალეს გვარი (ოფიციალურად იხსენიეოდა პრიმაკოვად) და გაამწესეს რუსეთის რეგულარული არმიის იმ ჯგუფის ხელმძღვანელად, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ბოევიკებს ხელმძღვანელობს.

ასაპოვის გვარი არაერთხელ ფიგურირებდა იმ ინფორმაციებში, რომლებიც ბოევიკთა შორის ურთიერთგარჩევებს ეხებოდა. მისი უშუალო კურატორობით მიმდინარეობდა კონტრაბანდული ოპერაციები და ბიზნესგადანაწილებები უშუალოდ დონეცკის ოლქში.

გარდა ამისა, ის ფლობდა იმ ინფორმაციებს,  რომლებიც წამგებიანია კრემლისათვის, კერძოდ, მას ჰქონდა ცნობები აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის თაობაზე. მისი თანამებრძოლების ინფორმაციით, ის იყო კარგად ინფორმირებული ადამიანი და მისი გავლენები სულ უფრო იზრდებოდა.

სირიაში სამხედრო სამსახურის დაწყების მიუხედავად, ასაპოვი აგრძელებდა მის მიერვე დალაგებული სქემების კურირებას აღმოსავლეთ უკრაინაში. ამას ის მის მიერ ნდობით აღჭურვილი პირების გამოყენებით ახერხებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ვითარება არანაირად არ აძლევდა ხელს კრემლს და სწორედ ამასთანაა კავშირში ასაპოვისმოულოდნელი და ტრაგიკული გარდაცვალება. ამით კრემლმა გზავნილი გაუგზავნა სხვებსაც – დონბასის საკითხი მხოლოდ მისი ფედერალური პრეროგატივაა და დაისჯება ყველა, ვისაც ან ზედმეტი ინფორმაცია ექნება ან – ზედმეტი გავლენები.

გენერალი ასაპოვი არაა არც პირველი და არც უკანასკნელი მსხვერპლი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მონაწილეთა შორის. სავარაუდოა, რომ გაგრძელდება სხვა სამხედრო პირთა „გმირული გარდაცვალებები“ და უმეტესად ეს მოხდება სწორედ სირიაში, სადაც დაიღუპა გენერალი ასაპოვი.

Recent comments