Loading...
Home / AROUND THE WORLD / Putin’s goal in Ukraine

Putin’s goal in Ukraine 0

Pavel Tsibko

At a time when in the west of Ukraine the ex-President of Georgia Mikhail Saakashvili crossed the border, thereby violating the laws of the country, the Kremlin acts in parallel according to its order of the day.

According to the Kremlin’s official statement, in a conversation with German Chancellor Angela Merkel, Russian President Vladimir Putin agreed with the idea of deploying the UN peacekeeping mission not only on the demarcation line in the Donbass, but throughout the territory where the OSCE monitoring mission operates.

Moscow says that the Russian leadership is ready to make changes to the draft resolution of the UN Security Council proposed by it. At the same time, as some experts say, in Berlin, this step is regarded by as a significant concession from the Kremlin.

At the same time, it is possible rality to criticize these actions, including from Russian politicians who say that step of Russia is a real way to gain a foothold in the occupied territories of Ukraine, and not to release them.

Specifically, the Russian oppositionist Konstantin Borovoi criticizes this so-called peacekeeping policy.

“In the first statement, V.Putin said that all measures for the introduction of the” peacekeeping mission “require reconciliation with the” LNR-DNR “bandits. It is an idea to stretch them into the political process and actually freeze the situation. It seems that now this is the same cunning, only expressed in a modified form. The main thing is control over the Ukrainian territory and the border. And with the help of this plan, this natural requirement is blocked. Ukraine will not be allowed to control its own border. I do not think that Ukraine is interested in preserving the territory of instability.”

In addition, it should be recalled that a similar situation existed in the Chechen Republic during the first war, when Russia used international observers to gather reconnaissance data about the location of the opponent’s forces. Then, however, there was a mission not of the UN, but of the OSCE. But this is the same idea – to freeze the situation, turn it into what is happening in Abkhazia, South Ossetia, Transnistria. This is not a way to solve the problem of occupation.

“Stopping hostilities is a good, right goal, but peacekeepers are a temporary measure, I think the number of these formations will not allow us to control the armed forces of Russia in this territory, limit their movement and aggression, I very much hope that there will be not the same result , that in Transnistria, but practice shows that this is exactly what happens, “- says in this context, K. Borovoi.

In fact, even if the West agrees to this plan of V.Putin, it is unlikely that hostilities will stop. The political aspect of this problem does not allow us to begin to solve it, namely, it freezes the situation. The goal of V.Putin is to create an area of instability on the territory of Ukraine.

As experts summarize this situation, one can not assume that V.Putin, according to his statements, has changed the concept of the Kremlin’s actions regarding Ukraine. It just needs a resolution of the conflict on the terms of Moscow, and for the UN mission in the Donbass absolutely impossible conditions of work will be created in these conditions.

 

 

პუტინის მიზანი უკრაინაში

პაველ ციბკო

ზუსტად იმ დღეებში,  როდესაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია ქვეყნის კანონმდებლობა და უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი,  რუსეთის ფედერაციაში შეიმუშავეს კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა, რომლის თანახმადაც, რუსეთი კიდევ უფრო უნდა გამაგრდეს სუვერენული ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის პრობლემის მოგვარების “ახალი” გეგმა შეიმუშავა. გეგმის თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო გაეროს მშვიდობისმყოფელთა ჯარები, რომლებიც მხოლოდ უკრაინის ქმედებებს გააკონტროლებდნენ. ამ სტრატეგიას, მოლოდინისამებრ, არ დაეთანხმა დასავლეთი და პუტინმაც შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, ის ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და სატელეფონო საუბრისას მერკელს საკუთარი გეგმის სხვა ვარიანტი შესთავაზა.

… უკვე დღეს, კრემლის ოფიციალური განცხადებით, რუსეთი ეთანხმება გერმანიის  იდეას, რომლის თანახმადაც, გაეროს სამშვიდობო მისია უნდა განთავსდეს არა მხოლოდ ძალთა დაშორიშორების ხაზზე დონბასის რეგიონში, არამედ, იმ პერიმეტრზეც, სადაც ისედაც მოქმედებს ეუთოს მონიტორინგის მისია.

მოსკოვში ღიად აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება მზადაა, შეიტანოს შესწორებები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მის მიერვე წარდგენილ პროექტში.

ზოგიერთი ევროპელი ექსპერტი ამბობს, რომ ბერლინს მოსწონს რუსეთის ეს კომპრომისი და მას მნიშვნელოვან დათმობად აფასებს.

ცხადია, ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. კრიტიკოსთა აზრით, რუსეთის ეს ნაბიჯი, რეალურად არის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვიდრების მცდელობა და არა ტერიტორიების განთავისუფლება.

რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციონერი კონსტანტინ ბარავაოი ამბობს:

“თავის პირველ განცხადებაში პუტინმა ისიც კი თქვა, რომ სამშვიდობო მისიის ყველა დეტალი უნდა შეთანხმებულიყო ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბანდიტებთან. რეალურად, ეს იყო იდეა, რომლის თანახმადაც, უნდა მომხდარიყო ამ პირების, ბანდიტების ლეგიტიმაცია და მათი პოლიტიკურ პროცესში “შეთრევა”, თუმცა, მერე პუტინმა სტრატეგია შეცვალა და არც მეორე ინიციატივაა კარგი.

ჩემი აზრით, მეორე იდეაც ერთგვარი ეშმაკობაა და მოდიფიცირებული ფორმითაა პირველის მსგავსი. ამ ინიციატივით, უკრაინას არც მიუშვებენ საკუთარ საზღვრებთან დაშვებულიც კი არ იქნება საზღვრებთან. ეს ინიციატივა ხელს არ შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას და, რეალურად, საზღვარზე შენარჩუნდება არასტაბილურობა”.

რეალურად, წლების წინ, მიუხედავად იმისა, რომ  მაშინ იყო არა გაეროს, არამედ ეუთოს მისია, მსგავსი ვითარება შექმნილი იყო ჩეჩნეთშიც (ამ რეგიონში მომხდარი პირველი ომის დროს).  იმ პერიოდში რუსეთი სწორედ საერთაშორისო დამკვირვებლებს იყენებდა სწორედ იმისათვის, რომ მოეპოვებინა სადაზვერვო ინფორმაციები მოწინააღმდეგის მზაობის და მისი ძალების განლაგების შესახებ.

რუსეთის დღევანდელი სტრატეგია მაშინდელისაგან დიდად არ განსხვავდება. რუსეთს სურს, უკრაინაშიც შექმნას ზუსტად იმგვარი ვითარება, როგორიც არის აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და დნესტრისპირეთში.

“საომარი მოქმედებების შეწყვეტა, რასაკვირველია, კარგი მიზანია, მაგრამ, რეალურად,  გაეროს სამშვიდობოები ეს დროებითი ღონისძიებაა. არამრავალრიცხოვნობის გამო, ისინი, რეალურად, ვერც გააკონტროლებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და ვერც მათ გადაადგილებას, შესაბამისად, აგრესიას გაგრძელდება”, – ამბობს ბარავოი

თუ დასავლეთი პუტინის ამ პროექტს დათანხმდება, საომარი მოქმედებები ალბათ მართლაც არ შეწყდება. ამ პრობლემის პოლიტიკური ასპექტი არ იძლევა კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას. პუტინის მიზანია, უკრაინაში მუდმივად იყოს არასტაბილურობა. შესაბამისად, ვითარების განმუხტვა და დაქირავებულთა განიარაღება მოსალოდნელი არც არის.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, წარმოუდგენელია, პუტინს შეეცვალა საკუთარი კონცეფცია უკრაინასთან მიმართებაში, უბრალოდ მას კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მოსკოვის პირობების თანახმად სურსდა, ამდენად, გაეროს მისიისათვის დონბასში შეიქმნება აუტანელი სამუშაო პირობები.

Recent comments