Loading...
Home / AROUND THE WORLD / Whose war is this?

Whose war is this? 0

Pavel Tsibko

The fact will stand by the fact – even if anyone thought that Saakashvili, the former President of Georgia, is returning with triumph to the policy of Ukraine, one already has to assume today that his plan has largely failed.

Today, little attention is paid to this, but tomorrow the question arises: who was standing next to M. Saakashvili when he illegally (and everyone agrees) crossed the border of Ukraine.

Video frames speak of themselves – it’s Y. Tymoshenko – undoubtedly illegally arrested by V. Yanukovych, but a politician who can obviously be reproached in pro-Russian sentiment, and not only in the past.

In addition to Tymoshenko, and this is important, along with M. Saakashvili, if he violated the conditions for crossing the Polish-Ukrainian border, there were also representatives of the criminals who are under Russian influence. Specifically – next to him was A. Tsybko – personality is very remarkable. He is known to Ukrainian citizens as the ex-president of the Rugby Federation of Ukraine and the ex-mayor of the city of Smila in the Cherkasy region. But law enforcement officers – first of all, as a participant in the organized criminal group “Fish”.

At the same time, Saakashvili took advantage of the services not only of A. Tsybko, but also the support of many of those whom he himself criticized in the recent past when achieving his political goals. This question, of course, will rise especially sharply after when everything calms down, and this will happen faster than many are expected.

It should be noted that, due to some short-sightedness of the politician of Ukraine and the Ukrainian society, M. Saakashvili received a certain stage for his show, which the former Odessa governor could not even dream of at the previous stage. At the same time, loud actions, media noise, maximum shocking is all that M. Saakashvili clearly sought.

But, of course, the global victory of M. Saakashvili is unlikely to achieve. It is possible that his breakthrough across the Polish-Ukrainian border is somewhat, but temporarily, will increase the meager rating of his political power. However, the mere fact that Saakashvili is desperately seeking an alliance with people like Yulia Tymoshenko or A. Sadovoi clearly not speaks in favor of his brilliant political prospects.

The outcome of M.Saakashvili’s struggle for a place “under the sun” in Ukrainian politics can be considered as well: he simply has nothing to lose: he goes all-in, trying to cling to the last straw in order to remain in a serious international policy. Does he have a sincere desire to make life in Ukraine better? Perhaps, but there are some doubts about this.

Of course, the best solution for official Kiev would be simply to let Saakashvili into Ukraine. Quietly and without any noise, without stopping trains and reports of “mined” border points. So it would be possible to “steal” a show from M. Saakashvili, who, of course, absolutely did not want to just enter the territory of Ukraine – he needed the noise, scandal and resonance that he, in fact, got.

In the conflict between M. Saakashvili and the official Kiev of the first only conditionally can be called the winner. At the same time, the Ukrainian side also needs to seriously think about what is more important – “fuss” with political opponent, or the national interests of Ukraine.

Summarizing the analysis of the situation, the words of the mayor of the Dnieper B. Filatov are rather eloquent:

“I can understand the behavior of the President of Ukraine Petro Poroshenko, but not the other participants in the events. I remember the deceitful Mikhail Saakashvili, who in 2014 was  singing the praises to us, and then he destroyed us, and now he again croaks in the air of “Plus” (“1 + 1″ TV channel), but already against his former student friend. I remember how Julia Timoshenko smiled at Putin in 2008, and now saves the former President of Georgia”.

ვისია ეს ომი?

პაველ ციბკო

თუ ვინმეს ეგონა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრიუმფით დაბრუნდებოდა უკრაინის პოლიტიკაში, შეცდა –  უკვე დღეს თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მისი გეგმები მნიშვნელოვნადაა ჩაფუშული.

დღეს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ხვალ აუცილებლად იკითხავენ – ვინ იდგა სააკაშვილთან ერთად მაშინ, როცა მან უკანონოდ (და ამას ყველა ეთანხმება) გადაკვეთა უკრაინის საზღვარი?!

ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ სააკაშვილთან ერთად იყო მაგალითად იულია ტიმოშენკო – იანუკოვიჩის პირადი და უკანონო პატიმარი, თუმცა, ამავდროულად, პოლიტიკოსი, რომელიც არა მხოლოდ წარსულშია შემჩნეული  პრორუსულ ქმედებებში.

ტიმოშენკოს გარდა, სააკაშვილის მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის კვეთისას, მის გვერდით იდგნენ კრიმინალური სამყაროს ის წარმომადგენლებიც, რომლებზეც რუსული გავლენა შესამჩნევია. მაგალითად, სააკაშვილთან ერთად იყო ბატონი ციბკო – უკრაინის  რაგბის ფედერაციის და ჩერკასიის ოლქის ქალაქ სმელას ყოფილი თავკაცი. მიუხედავად ამ ოფიციალური სტატუსებისა, ციბკო სამართალდამცავებისათვის არის კრიმინალურ დაჯგუფება “რიბკის” ხელმძღვანელი კრიმინალური ავტორიტეტი.

ამ მოვლენების დროს სააკაშვილი დაეყრდნო არა მხოლოდ ხსენებულ ციბკოს, არამედ, მათაც, ვისაც არც თუ დიდი ხნის წინ თავად აკრიტიკებდა. ამდენად, გამორიცხული არ არის, რომ ეს საკითხები წამოიჭრება მაშინვე, როგორც კი ყველაფერი საბოლოდ მიწყნარდება.

რასაკვირველია, უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების გათვალისწინებით, სააკაშვილმა მართლაც მიპოვა სცენა საკუთარი შოუსათვის – ხმამაღალი აქციები, მედიის ყურადღების მიპყრობა, მაქსიმალური ეპატაჟი, აშკარად ის საშუალებებია, რომლებსაც მიმართავდა სააკაშვილი.

გლობალურ გამარჯვებას, სააკაშვილი, რასაკვირველია, ვერ მიაღწევს. თუმცა, მისი და მისი პარტიის რეიტინგი ალბათ უფრო დროებით, მაგრამ, ნამდვილად მოიმატებს. ამავე დროს, თავად ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ალიანსში შედის ტიმოშენკოსთან და სადავოისთან, მის პოლიტიკურ პერსპექტივებს მნიშვნელოვნად აფერმკრთალებს.

უკრაინის პოლიტიკის მზისქვეშეთში დამკვიდრების მცდელობისათვის სააკაშვილი ბრძოლა შეიძლება ასეც შეფასდეს – მას არაფერი აქვს დასაკარგი, ის მიდის ვა-ბანკზე, ეჭიდება ხავსს იმისათვის, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში დარჩეს. აქვს თუ არა მას გულრწფელი სურვილი, რომ უკრაინაში რეალურად შეიცვალოს მდგომარეობა? შესაძლებელია! თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება შეეჭვება.

რასაკვირველია, უკრაინის ხელისუფლებისათვის საუკეთესო გამოსავალი იყო სააკაშვილის მშვიდად და ყოველგვარი ხმაურის გარეშე შეშვება   უკრაინის ტერიტორიაზე. ანუ, არ უნდა გაჩერებულიყო მატარებელი და არც საზღვარზე არ უნდა გაეწიათ მისთვის წინააღმდეგობა.  ამ შემთხვევაში, სააკაშვილს (რომლსაც უნდოდა მაქსიმალური ხმაური და რეზონანსი), აღარ ექნებოდა შოუს გამართვის შესაძლებლობა. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ ამ სტრატეგიას არ მიმართა.

სააკაშვილისა და ოფიციალური უკრაინის კონფლიქტისას პირველის გამარჯვება მხოლოდ პირობითია. ამავე დროს, უკრაინის ხელისუფლებაც, უნდა დაფიქრდეს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის – სააკაშვილის მუდმივი დევნა თუ უკრაინის ნაციონალური ინტერესები?

ამ თემას კარგად აფასებს ქალაქ დნეპრის მერი ფილატოვი:

“მე შემიძლია, ავხსნა უკრაინის პრეზიდენტის – პეტრო პოროშენკოს და არა სხვათა ქმედებები. მე მახსოვს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2014 წელს დითირამბებით გვამკობდა, ხოლო შემდეგ გვანადგურებდა ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებს ახლა, როცა მედიაში აქტიურობს და ებრძვის სტუდენტობის მეგობარს. მე ასევე მახსოვს ტიმოშენკო, რომელიც 2008 წელს უღიმოდა პუტინს, ხოლო ახლა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადარჩენითაა დაკავებული”.

 

Recent comments